ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ათასწლეულის პირველივე დღეს გემ "ვირჯინიაზე", ყუთში იპოვეს ჩვილი ბავშვი. ბიჭმა მთელი თავისი ცხოვრება გაატარა უზარმაზარ ლაინერზე, რომელიც ამერიკასა და ევროპას შორის დაცურავდა. ისე, რომ ერთხელაც არ ჩამოსულა ნაპირზე. მან ისწავლა პიანინოზე დაკვრა და ამ საქმის ნამდვილი ვირტუოზი გახდა. მისი ცხოვრება ნამდვილ, ლამაზ ლეგენდად გადაიქცა…
↧